GE

ჯუზეპე სკეტინის ლექცია კამპუსში

16 ნოემბერი 2015

21 ნოემბერს 16:15 საათზე ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელის ვახტანგ ჯანდიერს მოწვევით და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ლექციას წაიკითხავს რომის უნივერსიტეტის (რომა-ტრე) პროფესორი - ჯუზეპე სკეტინი.

პროფესორი სკეტინი არის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი. იგი იტალიის ელექტრომაგნიტური საზოგადოების წევრი და ამერიკის ოპტიკური საზოგადოებისა და ამერიკის ელექტრო ინჟინერიის საზოგადოების წევრია. ასევე, მრავალი მაგისტრანტის და დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პროფესორი სკეტინი წაუკითხავს სტუდენტებს ლექციას ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის თანამედროვე პრობლემებსა და გამოწვევების შესახებ. მიაწვდის მათ ინფორმაციას მის უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ. ასევე იტალიელი სტუდენტების აქტიურობებისა და ჩართულობის შესახებ საერთაშორისო საინჟინრო პროექტებში.

ლექცია კამპუსის 321-ე აუდიტორიაში ჩატარდება.