კამპუსის Google-ს ოთახმა Google-ს თანამშრომლებს უმასპინძლა
30 ოქტომბერი 2014
29 ოქტომბერს თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს Google-ის თანამშრომლები - მეთიუ საზერნი და ჯეი პატელი ესტუმრნენ. სემინარი ციფრული და საძიებო სისტემის მარკეტინგს დაეთმო, უფრო კონკრეტულად კი ამ მიმართულებით Google-ის პროდუქციის ეფექტურ გამოყენებას.
სპიკერებმა ისაუბრეს კომპანიის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებულ ყოველწლიურ Google Online Marketing Challenge-ზე. ონლაინ მარკეტინგის გამოწვევა არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის მიიღონ გამოცდილება და აწარმოონ ახალი მარკეტინგული კამპანიებია Google AdWords-ისა და Google+ის გამოყენებით. ბოლო 7 წლის განმავლობაში შეჯიბრში მონაწილეობა 100 ქვეყნის 80, 000-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფესორმა მიიღო.
ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კამპანიის ავტორებისთვის Google სპეციალურ პრიზებს აწესებს, მათ შორის ვიზიტებს კომპანიის ოფისში.
შეხვედრა Google-ს ოთახში შედგა, რომელიც Google-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატიანა ზახაროვამ ამა წლის სექტემბერში კამპუსში გახსნა.