GE

კამპუსში ჩინური სიმღერის კონკურსი ჩატარდება

14 აპრილი 2015

პარასკევს, 17 აპრილს, 16:30 საათზე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ჩინური სიმღერის კონკურსს.

კონკურსანტებს ჟიურის ჩინელი და ქართველი წევრები შეაფასებენ.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული ნომრები, რომელთა ავტორებიც სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

მონაწილეებს ასევე გადაეცემათ სერტიფიკატები.

კონკურსს გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი წამყვანები.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240 (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კულტურისა და ხელოვნების ცენტრი).