GE

კომპანია „ზერონთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16 ნოემბერი 2023

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საინჟინრო კომპანია „ზერონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ და კომპანია „ზერონის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევდარიანმა. გიორგი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის კურსდამთავრებულია.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რომლითაც კომპანია მხარს დაუჭერს შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.

ზერონი შენობის სისტემების ინჟინერიის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, კერძოდ, კომპანია მომხმარებელს სრულ MEP მომსახურებას სთავაზობს, რაც გულისხმობს როგორც ელექტრო, ისე წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სერვისებს.
Ზერონი 1 1 Ზერონი 2 Ზერონი3