კონფუცის ინსტიტუტი
05 თებერვალი 2014
ზოგადი ჩინური ენის კურსი
პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" და აუდიო მასალის მეშვეობით ძალიან მარტივად და ხარისხიანად შეძლებთ ჩინური ენის საფუძლვიანად ათვისებას. მათ, ვინც უკვე ფლობს ჩინურ ენას, ჩაუტარდებათ ტესტირება, რათა განისაზღვროს, რომელ ეტაპზე გააგრძელებენ სწავლას. მეცადინეობებს ატარებენ როგორც ქართველი, ასევე ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგები.
ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში 6 საათი (კვირაში 2 დღე, 3 სთ/დღე). სამუშაო დღეებში სწავლა დაიწყება 19:00 საათზე.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს წინასწარ, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.
ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელს გადაეცემა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.
- ორი ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენტებს საჩუქრად ვთავაზობთ მოკლევადიან ონლაინ კურსს ჩინელ პედაგოგებთან.
- მაღალი ეტაპების წარმატებულ სტუდენტებს გავუწევთ რეკომენდაციას ჩინეთში უფასო სტაჟირებაზე გასამგზავრებლად.
- სწავლების პროცესში ხდება ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის მზადება და ჩატარდება შესაბამისი კონსულტაციები.
- საერთაშორისო გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში.
პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848
მარინე ჯიბლაძე (დირექტორი)
ელ.ფოსტა: m.jibladze@freeuni.edu.ge
მობ: 599414716
მარიამ ჩახაია
ელ.ფოსტა: m.chakhaia@freeuni.edu.ge
მობ. 557294294