კონკურსი "დანაშაული და სამართალი"
12 აპრილი 2014
12 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონკურსის "დანაშაული და სამართალი"-ს მომდევნო ეტაპი გაიმართა.
აბიტურიენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.
შემდეგი ეტაპი ნახევარფინალია, რომელსაც უკვე სააპელაციო სასამართლო უმასპინძლებს.
კონკურსის გამარჯვებული გუნდი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად ნიდრლანდების სამეფოში, კერძოდ, ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ერთი კვირით გაემგზავრება.