GE

კონკურსის - "ადამიანი და სამართალი" პირველი ტურის შედეგები

14 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა კონკურსის "ადამიანი და სამართალი"-ს პირველი ტური.

მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ 5 წუთიანი შესავალი სიტყვა, რომელიც შეჯიბრის საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციას გამოხატავდა. მეორე ტურში გადავიდნენ ის მონაწილეები, რომლებმაც ზეპირი გამოსვლის, არგუმენტირების, მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრისა და მათთვის სამართლებრივი ნორმების სათანადოდ მისადაგების საუკეთესო უნარები გამოავლინეს.

შერჩეული აბიტურიენტები გუნდებად გაერთიანდებიან და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში).

ფინალისტები და გამარჯვებული გუნდის წევრები ასევე მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს.

კონკურსი განკუთვნილია სამართლითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

შერჩეული აბიტურიენტების ტრეინინგი 26 და 27 მარტს გაიმართება.

იხილეთ მეორე ტურში გადასული აბიტურიენტების სია.