GE

ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსში

16 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერისიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია პარტნიორი უნივერსიტეტის - ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების რექტორებს შორის.

გურამ ჩიქოვანმა და ბატონმა ფანმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და შეხედულებები სასწავლებლებზე, ასევე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩინური მხარემ კონფუცის ინსტიტუტისადამი დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი მარინა ქარჩავა და უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსიტუტი არის ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2011 წელს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე. ინსტიტუტის ნიადაგზე ფუნქციონირებს საერთაშორისო ჩინური ენის დონის HSK და YCT საგამოცდო ცენტრი, ჩინური ენის კურსები, ასევე აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.