GE

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კომერციული არბიტრაჟის ეროვნულ შეჯიბრი

09 მაისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კომერციული არბიტრაჟის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: გიორგი გუნთაიშვილი, ლუკა ნიშნიანიძე, ვახტანგ ფაცაცია და ლიზა ყიფიანი, ხოლო გუნდის მწვრთნელები თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დავით კვიტინი და ანა ჯიქია იყვნენ.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა საუკეთესო საარბიტრაჟო შესაგებლის ნომინაციაში და პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის მიერ მომზადებულმა სარჩელმა კი მეორე ადგილი აიღო. კონკურსის საუკეთესო სპიკერის ნომინაციაში მე-2 ადგილი დაიკავა ლიზა ყიფიანმა.
არბიტრაჟის ეროვნული შეჯიბრი წელს მეორედ ჩატარდა. 2021 წელს პირველი ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებულიც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა.

Law Arbitration