GE

სამართლის სკოლის გუნდი მონაწილეობა მიიღო CEEMC-ში

10 მაისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში (CEEMC) ქალაქ დუბროვნიკში (ხორვატია).
უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ლუკა ავაზაშვილი, მარიამ ალასანია და კონსტანტინე მიროტაძე. გუნდის მწვრთნელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ნინო კოტიშაძე.
უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: Comenius University (სლოვაკეთი) და Wrocław University (პოლონეთი). კონკურსის ფარგლებში ლუკა ავაზაშვილმა მოიპოვა საპატიო მომხსენებლის ჯილდო.
CEEMC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ევროპის მასშტაბით. შეჯიბრი ტარდება 1994 წლიდან.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის კონკურსში მონაწილეობის ხარჯებს ყოველწლიურად კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდი აფინანსებს.

CEEMC