GE

სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო Philip C. Jessup-ის იმიტირებულ სასამართლო პროცესში

08 მაისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო Philip C. Jessup-ის იმიტირებულ სასამართლო პროცესში ვაშინგტონში (აშშ).
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიცა სირაძე, გიორგი ლელუაშვილი, მარიამ გეწაძე, რატი აბუსერიძე და თამარ კიკნაძე. სტუდენტების მენტორები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები დავით კაპანაძე და თამარ თომაშვილი.
ვაშინგტონში გამართულ პროცესებზე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: Georgetown University (აშშ), JSW School of Law (ბუტანი), Sciences Po, Campus Europe - Asie au Havre (საფრანგეთი), University of International Business and Economics (ჩინეთი).
Jessup-ის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იმიტირებული პროცესია, რომელშიც 700-მდე სამართლის სკოლა მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. თავისუფალმა უნივერსიტეტმა ვაშინგტონში გამართულ ეტაპზე, White&Case-ის რაუნდებში მონაწილეობის უფლება ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვების შედეგად მიიღო.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას ყოველწლიურად კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდი აფინანსებს. წელს გუნდის მგზავრობის ხარჯების თანასპონსორი MG Law Office გახდა.

Law Philip C. Jessup