მაქსის სტიპენდია 2023
01 სექტემბერი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების ინიციატივით 2020 წელს პირველად დაწესდა მაქსის სტიპენდია, რომელიც უკვე მეოთხედ ცხადდება.
კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების დაფინანსებით ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი 2023-24 სასწავლო წელს მიიღებს MACS[E]-ის სტიპენდიას. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 1,000 ლარს და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 აკადემიური წელი (9 თვე).
სტიპენდიის მიზანი
სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს შორის კარგი აკადემიური მოსწრების დამატებით წახალისება. ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე კურსელი სტუდენტისთვის კარიერულ შესაძლებლობებსა და აკადემიურ განვითარებას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არჩევანის გასაკეთებლად.
შერჩევის კრიტერიუმები
სტიპენდიის მისაღებად საჭიროა სტუდენტი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- 2023-2024 აკადემიური წლისათვის იყოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი
- ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება
- არ ჰქონდეს სტუდენტთა ეთიკის კოდექსის დარღვევა
- გაიაროს რეგისტრაცია
- წარმატებით გაიაროს გასაუბრება
სტიპენდიის შენარჩუნებისათვის შერჩეული სტუდენტის GPA არ უნდა იყოს 3.0-ზე დაბალი 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში (GPA სემესტრულად გადაიხედება). პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდეგ სემესტრში სტიპენდია ავტომატურად გადაეცემა რიგით შემდეგ საუკეთესო სტუდენტს.
სტიპენდიის ინიციატორები
სტიპენდიის დამფინანსებლები არიან კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები:
- ირაკლი ფოფხაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- დავით მაღალთაძე, მუშაობს Microsoft-ის სიეტლის ოფისში
- თამუნა გელდიაშვილი, მუშაობს Amazon-ის ბერლინის ოფისში
- ელენე კავთელაძე, მუშაობს Amazon-ის მადრიდის ოფისში
- გიორგი ხოსროშვილი, მუშაობს Amazon-ის მიუნხენის ოფისში
- გიორგი ცერცვაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- ლაშა ლაკირბაია, მუშაობს Google-ის მაუნთინ-ვიუს ოფისში
- გიორგი ქოჩაკიძე, Toptal Remote მუშაობს
