GE

MACS-ის სტუდენტის მორიგი წარმატება

07 ივნისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) სკოლის ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილი ივლისში იაპონიაში გასამართ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიემგზავრება.
 
თორნიკე სპეციალურ სესიებზე ორ მოხსენებას წარმოადგენს, რომელიც ეხება ლოგიკური გეიტებისა და დიგიტალური გამაძლიერებლების შექმნას ფოტონური ნანოსტრუქტურების ბაზაზე.
 
თორნიკე უკვე ერთი წელია ჩართულია პროექტში, რომელიც ფინანსდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ევროპული მხარის დაფინანსებით.
 
პროექტის ფარგლებში თორნიკე მუშაობს რიცხვითი კოდის შექმნაზე, რომელიც იქნება სწრაფი და ეფექტურად შეძლებს ფოტონური ნანოსტრუქტურების რიცხვით ანალიზს. მიღებული შედეგების ბაზაზე თორნიკე ასევე ამზადებს სამეცნიერო ნაშრომს რეფერირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.
 
თორნიკე ონოფრიშვილის თემის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.