GE

მარი ბაბაევი სწავლას აგრძელებს იტალიაში, ფლორენციის მოდის სკოლაში

19 აგვისტო 2025

ვიზუალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული მარი ბაბაევი სწავლას აგრძელებს იტალიაში, ფლორენციის მოდის სკოლაში (Polimoda) მოდის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე.

ყოველწლიურად Polimoda აცხადებს კონკურსს სწავლის სრული დაფინანსებისთვის, ჯამში 72 000 ევრო, რომელიც მხოლოდ ერთ სტუდენტს უფინანსებს სწავლას. წელს ამ კონკურსის გამარჯვებული მარი გახდა და მან სრული დაფინანსება მოიპოვა.

მარიმ მოწვევა მიიღო აგრეთვე IED Firenze-დან, ბრიუსელის Luca l School of Arts-დან და ლონდონის Royal College of Art-დან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ფლორენციის მოდის სკოლაზე.

#Alumni #FreeUni

Მარი Ბაბაევი