GE

მარიამ არჩემაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

15 ივლისი 2022

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ არჩემაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.
 
მარიამმა მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩაირიცხა მის მიერ ნომერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ სიამენის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.
 
მარიამმა სწავლის პერიოდში წარმატებით ჩააბარა HSK - ჩინური ენის დონის გამოცდები. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინური ენისა და კულტურის არაერთ კონკურსში და დაიკავა საპრიზო ადგილები.
Mariam Arcemasvili