მარიამ ბიბილურმა ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში საუკეთესო გამომსვლელის ტიტული მოიპოვა
07 ივნისი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, მარიამ ბიბილურმა იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული მოიპოვა.
ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
წელს კონკურსში 53 გუნდი და 169 მონაწილე იყო ჩართული.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023