GE

მარიამ პაპასქირი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და ბარდის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამაზე

14 აგვისტო 2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ პაპასქირი სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა (CEU) და ბარდის კოლეჯის (Bard College) საერთაშორისო ურთიერთობების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე.

მარიამმა მოიპოვა ბარდის კოლეჯში სწავლის სრული დაფინანსება, ხოლო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან ერთად, ყოველთვიური სტიპენდია.

მას შეთავაზება ჰქონდა ევროპისა და ამერიკის რამდენიმე სხვა უნივერსიტეტიდანაც, თუმცა პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი გააკეთა მოცემულ პროგრამაზე, მისი ძლიერი აკადემიური სტრუქტურისა და პრაქტიკული კომპონენტის გათვალისწინებით.

Mariami