GE

მარიამ რუსიშვილი სწავლას აგრძელებს Korea University-ში

10 ივლისი 2024

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ რუსიშვილი სწავლას აგრძელებს Korea University-ში, ქალაქ სეულში. Korea University სამხრეთ კორეის წამყვანი უნივერსიტეტია.

მარიამი სექტემბრიდან Korean Language and Literature-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევა კორეის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად და მისი სწავლისა და ცხოვრების სრულ საფასურს სამხრეთ კორეის სახელმწიფო პროგრამა (GKS) დაფარავს.

მარიამი უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.

Მარიამ Რუსიშვილი