GE

მედეა სულამანიძე სწავლას Central European University-ში გააგრძელებს

14 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული მედეა სულამანიძე სწავლას Central European University-ში (ვენა) გააგრძელებს.

საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაწერა, ქართულ ანტილიბერალურ ნარატივში ზიზღის ენობრივ მანიფესტაციასა და ემოციის პოლიტიზირებას ეხებოდა. ნაშრომზე მუშაობისას დაებადა შემდეგი, ახლა უკვე სამაგისტრო, კვლევითი პროექტის იდეაც. სწორედ ამიტომ მედეამ სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შეარჩია, რადგან მიიჩნევს, რომ პროგრამა თავისი ინტერდისციპლინური მიდგომებით და კვლევით კომპონენტზე აქცენტით, შემდგომი კვლევისთვის იდეალური ადგილია.

მედეამ სწავლის დაფინანსება და სტიპენდიით მიიღო.

Medea Sulamanize