ნანუცა რუსეიშვილმა მუშაობა აშშ-ში, გლობალურ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო
08 ოქტომბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებულმა, ნანუცა რუსეიშვილმა მუშაობა აშშ-ში გლობალურ სარეკლამო კომპანია Creative Drive-ში დაიწყო.
ნანუცა კომპანიის გუნდს Digital Designer-ის პოზიციაზე შეუერთდა და ატლანტაში იმუშავებს.
Creative Drive ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სარეკლამო კომპანიაა, რომელსაც ფილიალები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ახორციელებს ვიდეო ფროდაქშენისა და კონტენტის შექმნას, ფოტოგრაფიას, სტრატეგიის შემუშავებასა და სხვადასხვა მომსახურებას. Creative Drive-ის კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, HP, Sony, Dreamworks, Bloomigdale’s, Michael Kors და სხვა.
მსგავსი სიახლეები
06 ივლისი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსში გალერეა გაიხსნა
28 მაისი 2020
ინგა ხატიაშვილი, სწავლას აგრძელებს Academy of Arts, Architecture and Design in Prague-ში
25 მაისი 2023
გიორგი ქართველიშვილი და ლადო ყანდაშვილი La Biennale di Venezia-ს გამოფენაზე მონაწილეობენ
28 აპრილი 2023
თიკა შელია სწავლას Parson's School of Design-ში აგრძელებს
26 ივლისი 2023