GE

ნატალია ველიკოვას მასტერკლასი ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის შესახებ

04 ნოემბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის ნატალია ველიკოვას მასტერკლასი ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის შესახებ.

მასტერკლასის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღვინის მომხმარებელთა მახასიათებლები, მათი მოტივები და ქცევა. ბრენდინგი და მენეჯმენტი; სარეკლამო სტრატეგიები; სოციალური მედია ღვინის ინდსუტრიაში. წარმოდგენილი იყო ველიკოვას ბოლო კვლევა აღნიშნული საკითხების საილუსტრაციოდ. ასევე, მასტერკლასი შეეხებოდა სხვადასხვა სახის ღვინის ტურიზმს, ვიზიტორთა მოზიდვის სტრატეგიებსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვინის ტურისტთა გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ნატალია ველიკოვა არის ტეხასის ღვინის მარკეტინგული კვლევის ინსტიტუტისა და ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუმართმოყვარეობისა და საცალო ვაჭრობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; კითხულობს ლექციებს ღვინის მარკეტინგისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით და ატარებს კვლევას ღვინის მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

პროფესორი ველიკოვა საქართველოში Fulbright-ის გრანტით იკვლევს მომხმარებელთა დამოკიდებულებას ქართული ღვინისადმი. პროექტის მთავარი მიზანია გაუწიოს დახმარება ქართული ღვინის საწარმოებს და მიაწოდოს მათ საერთაშორისო ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სტრატეგიები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ მცხოვრებთა და ადგილობრივი ინდუსტრიის საჭიროებებს.