GE

ნიცა სირაძე სწავლას აგრძელებს საერთაშორისო დავების მოგვარების პროგრამაზე

24 აპრილი 2024

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ნიცა სირაძე სწავლას აგრძელებს ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და Graduate Institute of International and Development Studies-ის (IHEID) საერთაშორისო დავების მოგვარების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე (MIDS).

პროგრამის ფარგლებში, ნიცა ორ უნივერსიტეტში გაივლის ზოგად, ინტენსიურ და არჩევით კურსებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს 4 საერთაშორისო კონფერენციაში და სასწავლო ვიზიტით რამდენიმე ქვეყანას მოინახულებს.

MIDS საერთაშორისო დავების მოგვარების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულ პროგრამადაა აღიარებული. ნიცას ყურადღება კი მიიპყრო კურიკულუმით, ნეთვორქინგის საშუალებებით, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკოსი პროფესორებითა და კარიერული ცენტრით.

ნიცას დიდი ინტერესია სამომავლოდ კარიერის გაგრძელება საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით რომელიმე იურიდიულ კომპანიაში ან ინსტიტუტში და ამ პროგრამის შესაძლებლობები კარიერული მიმართულებით სრულად არის თანხვედრაში ნიცას სამომავლო ინტერესებთან.

Nica Siraze