GE

ნიკა ცაგარელი მოხსენებით მიიწვიეს ამერიკის რადიო საზოგადოების ღონისძიებაზე

20 თებერვალი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნიკა ცაგარელი მოხსენებით მიიწვიეს ამერიკის რადიო საზოგადოების (URSI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე URSI Atlantic Radio Science Meeting, რომელიც ჩატარდება კანარის კუნძულებზე 2024 წლის მაისში. 

ნიკას თემა ეძღვნება მაგნიტურ მასალებს, კერძოდ მულტიფეროიკებს, როდესაც შესაძლებელია მხოლოდ გარე ელექტრული ველის მოდებით ვმართოთ მასალის პარამეტრები და შესაბამისად ვაკონტროლოთ მისი მახასიათებლები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან (სინათლესთან) ურთიერთქმედების დროს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ულტრასწრაფი ლოგიკური გეიტების შექმნაზე.

ნაშრომში მონაწილეობენ მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (გერმანია), პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (იაპონია), დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის (გერმანია) და თსუ-ს ჯგუფები. ნაშრომის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის ასოცირებული დეკანი და პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი. 

Ნიკა Ცაგარელი 2