GE

ნიკა ცაგარელი სამეცნიერო პროექტში მონაწილეობს

22 იანვარი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნიკა ცაგარელი მონაწილეობს პროექტში: "ეფექტური მეთოდის შემუშავება სრულიად დიელექტრიკულ პლატფორმაზე აწყობილი ბარიერული ტიპის საკომუნიკაციო სისტემების და წრედების ანალიზისათვის და ოპტიმიზაციისათვის მილიმეტრულ და სუბმილიმეტრულ დიაპაზონში." უკონტაქტო (wireless) ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი თაობის პერსონალური, ფართო დიაპაზონის ანტენური ხელსაწყოს შექმნა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მაშინ როცა ოპტიკური ტექნოლოგიების მხრივ მცირე ზომის საკომუნიკაციო ხელსაწყოების შექმნა წარმოადგენს კომერციულ და სამეცნიერო ინტერესს მისი ფართო გამოყენებით მედიცინაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში. სამეცნიერო პრობლემა, რომელიც ამ პროექტშია წარმოდგენილი, მოიცავს ამ ორივე აქტუალურ მიმართულებას. პროექტში მონაწილეობს დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი (გერმანია), პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ფუკუოკას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია).

ამ პროექტში წარმოდგენილი თემატიკა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს გერმანიის სამეცნიერო ფონდის (DFG) მიერ დაფინანსებული პროექტისა [„MOBILE MATERIAL CHARACTERIZATION AND LOCALIZATION BY ELECTROMAGNETIC SENSING“], რომლის მიზანია მაღალი ეფექტურობის მქონე ინტეგრირებული საკომუნიკაციო სისტემების და წრედების შექმნა. ანუ ისეთი ხელსაწყოს შექმნა, რომელიც სისტემატურად შექმნის მატერიალურ რუკებს ობიექტის ძებნის და მისი კლასიფიკაციისთვის ნებისმიერ ადგილზე. ამ საინჟინრო პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონ ევროზე მეტია და აერთიანებს რამდენიმე გერმანიის უნივერსიტეტს.

თემის და პროექტის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის ასოცირებული დეკანი და პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ

22 01 Gare