ნინა გძელიძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს
14 აპრილი 2022
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური მიმართულების კურსდამთავრებული, ნინა გძელიძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს.
ნინამ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "European Interdisciplinary Master: African studies" ფარგლებში მიიღო დაფინანსება. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 3 უნივერსიტეტში: პირველი სემესტრი - University of Porto (პორტუგალია), მეორე სემესტრი - University of Bayreuth (გერმანია) და მესამე სემესტრი - The Bordeaux Montaigne University (საფრანგეთი). სამაგისტრო პროგრამის ბოლო, მეოთხე სემესტრისათვის კი გათვალისწინებულია სტაჟირება ან field trip აფრიკის რომელიმე ქვეყანაში.
ნინას სრულად უფინანსდება სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. ის ასევე მიიღებს სტიპენდიასაც.
მსგავსი სიახლეები
17 აგვისტო 2023
მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს
22 აგვისტო 2022
მარიამ ქართველიშვილი სწავლას University of Glasgow-ში აგრძელებს
01 ივნისი 2023
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს
28 ივნისი 2023
ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
07 ივლისი 2023