GE

ნინი დახუნდარიძე სწავლას University of San Diego-ში აგრძელებს

30 აპრილი 2024

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ნინი დახუნდარიძე სწავლას University of San Diego-ში აგრძელებს. ნინი ისწავლის უნივერსიტეტის Joan B. Kroc School-ის კონფლიქტის მენეჯმენტისა და რეზოლუციის სამაგისტრო პროგრამაზე.

ნინიმ უნივერსიტეტისგან 100%-იანი სწავლის დაფინანსება მიიღო და, ამავდროულად, როტარის კლუბი სრულად აფინანსებს მის ყოველთვიურ სტიპენდიასა და იქ ცხოვრების ხარჯებს.

აგრეთვე, მან მოწვევა მიიღო შემდეგი უნივერსიტეტებიდან: Boston University, University College Dublin, University of Aberdeen, Erasmus University Rotterdam, University of Galway, George Mason University, The City College of New York, Rutgers University, San Francisco State University, Charles University in Prague.

საბოლოო არჩევანი კი ნინიმ სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა, რადგან Joan B. Kroc School ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკაში და ყველანაირ პირობას უქმნის კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატებისთვის. პროგრამა ინტერდისციპლინარულია და ამავე დროს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კარგადაა შერწყმული ერთმანეთთან.

Nini Xundaze (1)