GE

ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი

28 ნოემბერი 2015

26 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ალექსანდრე გრიგოლიას წიგნის "ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი“ - პრეზენტაცია.

ნაშრომის ორიგინალი ინგლისურად გამოქვეყნდა პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ 1977 წელს.

წიგნი გამოსცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობამ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ინიციატივით.

გამოცემა ეძღვნება კახა ბენდუქიძეს, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია წიგნის ქართულად გადმოთარგმნა და ხელი შეუწყო მის გამოქვეყნებას.