GE

ქეთევან გელაშვილი სწავლას აგრძელებს შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში

03 მარტი 2025

სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ქეთევან გელაშვილი, სწავლას აგრძელებს შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში, International Operational Law-ს სამაგისტრო პროგრამაზე. მან შვედეთის ინსტიტუტის სრული დაფინანსება მოიპოვა, რაც დაფარავს, როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებს.

ქეთევანი დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, საერთაშორისო საჯარო და ჰუმანიტარული სამართლით. ეს პროგრამა კი ამ მიმართულებით განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

Qetevan Gelasvili