GE

ქრისტინე ქაჯაია სწავლას ევროპაში გააგრძელებს

17 აპრილი 2022

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ქრისტინე ქაჯაია სწავლას ევროპაში გააგრძელებს.
 
ქრისტინემ Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - "Society, Politics and Culture in a Global Context: Euroculture" ისწავლის.
 
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა 2 წლის განმავლობაში ევროპის სამ უნივერსიტეტში ხორციელდება:  Jahiellonian University (პოლონეთი), University of Udine (იტალია), University of Strasbourg (საფრანგეთი).
Qristina Qajaia