GE

სადოქტორო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

23 თებერვალი 2015

თბილისი თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების მესამე საფეხურია, რომელიც უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებთან/სკოლებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა პროგრამის სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა, დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე, გლობალურ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ინტეგრირება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი უზრუნველყოფს დოქტორანტს კვლევის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სათანადო მეთოდოლოგიური მომზადებითა და დარგობრივი ინსტრუმენტებით. ამავდროულად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტებში იმ აუცილებელი ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერისათვის.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამები ხორციელდება სამი მიმართულებით:

 

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

 

თითოეულ მიმართულებაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით შესაბამისი პროგრამის ბმულს და დაგვიკავშირდით პირადი კონსულტაციისთვის.

 

საკონტაქტო პირები:

 

ნატო კობახიძე - სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი

 577 11 20 11

ელ.ფოსტაn.kobakhidze@agruni.edu.ge 

 

ნუცა ბათიაშვილი - სადოქტორო სკოლის დეკანი

 577 729 909

ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge