GE

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი გაეროს მიწვევით აშშ-ში გაემგზავრება

29 ივნისი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) სტუდენტი გიორგი მელაშვილი გაეროს მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

გიორგიმ რთული კონკურსის რამდენიმე ეტაპი წარმატებით დაძლია და მსოფლიოს 130 ქვეყნის 3 500 სტუდენტიდან 70 საუკეთესოში მოხვდა.

მისი ესე კი 1 250 ნაშრომიდან აარჩიეს.

გიორგი მელაშვილი პირველი ქართველია, რომელიც გაეროს ამ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

რამდენიმე თვის წინ გიორგიმ კორეულ მეცნიერებათა აკადემიაში ერთთვიან საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. ის აშშ-ში სწორედ კოერიდან გაემგზავრება.

რამდენიმე თვის წინ გიორგი მელაშვილი აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სხვა სტუდენტებთან ერთად ცოდნის ფონდის დაფინანსებით ვენაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აკადემიურ მოდელირებაში იღებდა მონაწილეობას.