GE

სემინარი: "კორეისტიკა გლობალიზაციის ეპოქაში"

30 მაისი 2024

10-12 მაისს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი: "კორეისტიკა გლობალიზაციის ეპოქაში."

სემინარი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების ორგანიზებით და კორეის ფონდისა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტების, საშუალო სკოლების და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც ასწავლიან კორეულ ენას, ისტორიას და კულტურას.

სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს კორეის ფარგლებს გარეთ კორეის შესახებ კვლევების გაღრმავებას და კორეული ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას.

საერთაშორისო სემინარი გაიხსნა კორეული მიმართულების სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროგრამით.

Koreistika Globalizaciis Epoqasi F 2 F 3 F 4