GE

შენი იდენტობა ინტერნეტში - სოციალური ქსელების მართვა

11 დეკემბერი 2014

11 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში კომპანია SocialSharks-ის (პრაღა, ჩეხეთი) სოციალური მარკეტინგის მენეჯერმა ნიკა ბოლქვაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია - შენი იდენტობა ინტერნეტში - სოციალური ქსელების მართვა.

ლექციის ძირითადი თემა სოციალური ქსელების მარკეტინგული გამოყენება და ახალი ნოვაციების გაცნობა იყო.
 
როგორც ლექციაზე გახდა ცნობილი კომპანია SocialSharks საქართველოში აპირებს წარმომადგენლობის გახსნას და მჭიდრო თანამშრომლობას თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან.
 
შეხვედრა ინტერაქტიული გამოდგა. დისკუსიის დროს სტუმარმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
 
ნიკა ბოლქვაძე საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება.