GE

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კონფერენცია 2024

06 მარტი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის საგნის  სტუდენტური კონფერენცია. წელს კონფერენციის თემა იყო „დევნილობისა და უადგილობის ეთნოგრაფიები“. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები, რომლებიც სტუდენტების მიერ ჩატარებულ საველე კვლევას ეფუძნება, აღწერდა გადანაცვლების, უადგილობის, მიგრაციისა და ლტოლვილობის უმეტესწილად მძიმე და ტრაგიკულ გამოცდილებას.

კონფერენცია მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის  სტუდენტებისათვის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის საგნის ფარგლებში სემესტრის ბოლოს იმართება. კონფერენციისას სტუდენტები წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შედეგებს, რომლებიც ასახავს ამა თუ იმ სტუდენტის ძალისხმევას ეძიოს, იკვლიოს და გააკეთოს დასკვნები მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე.

სტუდენტებისთვის ეს არის შესაძლებლობა, გააცნონ ფართო საზოგადოებას თავიანთი კვლევა და სხვისი ნამუშევრების ნახვითა და მოსმენით კი, გაიფართოონ თვალსაწიერი. გასული წლების მანძილზე აღნიშნული კონფერენციის თემები იყო: „რადიკალური კონტრპუბლიკები: ქართული მარში და თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ (2019 წელი); „პანდემიის ანთროპოლოგია“ (2020 წელი)“; "ეთნოგრაფიები განსხეულებულ პოლიტიკასა და შფოთზე ჟამიანობის დროს" (2022 წელი); „ომისა და მილიტარიზმის ანთროპოლოგია“ (2023 წელი).

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის საგნის ლექტორი და კონფერენციის იდეის ავტორი თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და სადოქტორო სკოლის დეკანი, ნუცა ბათიაშვილია. ასევე, წელს ნუცა ბათიაშვილთან ერთად საგანს ლიკა ცნობილაძე უძღვებოდა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულია.

06 1 06 2 06 4 06 9