თამარ გაგუა ცუკუბას უნივერსიტეტში
11 სექტემბერი 2026
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ გაგუა გაცვლითი პროგრამით ორი სემესტრი სწავლობდა იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში. სწავლის პროცესში მან აგრეთვე მოიპოვა იაპონიის სტუდენტური სერვისების ორგანიზაციის (JASSO) ყოველთვიური სტიპენდია.
პროგრამის ფარგლებში, თამარი სწავლობდა სოციალური და საერთაშორისო კვლევების პროგრამაზე, რაც ასევე მოიცავდა იაპონური ენის კურსებსაც.
გაცვლითი პროგრამა განხორციელდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
17 აგვისტო 2023
მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს
22 აგვისტო 2022
მარიამ ქართველიშვილი სწავლას University of Glasgow-ში აგრძელებს
01 ივნისი 2023
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს
28 ივნისი 2023
ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
07 ივლისი 2023