GE

თამარ მოდებაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

29 სექტემბერი 2020

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული თამარ მოდებაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.
 
თამარმა მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია მის მიერ ნომერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ჭენგჭოუს უნივერსიტეტში. ის ენის შემსწავლელ პროგრამაზე გაივლის უფასო სტაჟირებას, დაუფინანსდება საცხოვრებლის ხარჯები და დამატებით მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.
 
თამარმა სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის გამოცდები (HSK 2,3,4) და HSKK 2 - საშუალო დონის სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
Tamar Modebaze