GE

თამარ ყავლაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

25 აგვისტო 2020

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული თამარ ყავლაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

თამარმა წარმატებით გაიარა კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და წარდგენილი საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე მოიპოვა ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია სრული დაფინანასებით.

თამარი სწავლის პარალელურად სტაჟირებას გაივლის მის მიერ არჩეულ სიამენის უნივერსიტეტში.

სწავლის დროს თამარი ხშრად იღებდა მონაწილეობას კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
 
თამარ ყავლაშვილის მიერ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ჩინური კულტურის სხვადასხვა ასპექტებს. მან ასევე წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის დონის გამოცდები, კერძოდ HSK 2, HSK 3, HSK 4 და სალაპარაკო ჩინური ენის დონის გამოცდა HSKK.
Tamar Yavlasvili