GE

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის 9 სტუდენტი სტაჟირებას ჩინეთში გაივლის

05 მარტი 2015

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდიით სტაჟირების ადგილებზე კონკურსი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის მიმართულების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა მიიღეს.

საელჩომ წერითი და ზეპირი გამოცდის მეშვეობით და ასევე სტუდენტების HSK ჩინური ენის დონის გამოცდის მაღალი შედეგების გათვალისწინებით, 9 საუკეთესო სტუდენტი შეარჩია.

ჩინეთის საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ჩინური ენა მაღალ დონეზე ისწავლება და სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობები ძალიან კარგად გამოავლინეს.

გამარჯვებულები სექტემბერში ჩინეთში გაემგზავრებიან ერთწლიან სტაჟირებაზე ჩინეთის სრული სახელისუფლებო დაფინანსებით.

თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს წარმატებას და ჩინეთის სახალწო რესპუბლიკის საელჩოს მადლობას უხდის კონკურსის ჩატარებისთვის.