GE

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსიტუტის დირექტორის მორიგი ვიზიტი ჩინეთის საელჩოში

04 აპრილი 2015

4 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, ჩინური ენის პროფესორის მარინე ჯიბლაძის მორიგი შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან - იუე პინთან, რომელმაც კვლავ გამოთქვა კონფუცის ინსტიტუტის მუშაობით დიდი კმაყოფილება და მისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტებმა სასტიპენდიო კონკურსის შედეგების მიხედვით, მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სტუდენტების ჩინური ენის დონე სულ უფრო იხვეწება და ამისთვის მადლობა გადაუხადა როგორც სტუდენტებს საფუძვლიანი სწავლისთვის, ასევე უნივერსიტეტს, კერძოდ კი ჩინური ენის ლექტორებს, რომლებიც მუშაობენ სტუდენტების დონის ასამაღლებლად.