GE

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი "მზის ფესტივალს" უერთდება

29 მაისი 2015

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მზიურში, მზის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ბავშვებს და მათ მშობლებს სხვა ღონისძიებებთან ერთად "ჩუნური კულტურის გამოფენაზე" ბევრი საინტერესო და საიამოვნო გასართეობი ელოდებათ.

მობრძანდით მზის ფესტივალზე და მოინახულეთ "თავისუფალი უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის კუთხე".

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი არის ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, არა მხოლოდ ხარისხიანად ისწავლოთ ენა, არამედ ხალისიანად შეიცნოთ საინტერესო ჩინური სამყარო, იმოგზაუროთ და ისწავლოთ ჩინეთში და სხვა მრავალფეროვან აქტივობაში (ჩინური კალიგრაფია, ფერადი ქაღალდის ჭრა, ჩინური კვანძები, ნიღბების ხატვა, ჩინური ტრადიციული სპორტი, ჩაის ცერემონია და სხვა) ჩაერთოთ.

აქვე შეგიძლიათ მიიღოთ ჩინური ენის დონის გამოცდებში HSK და YCT მონაწილეობა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატები.

მობრძანდით ჩვენთან, სასიამოვნოდ გაატარეთ დრო და ეზიარეთ ჩინურ ზღაპრულ სამყაროს.