GE

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი "მზის ფესტივალზე"

01 ივნისი 2015

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მზიურში გამართულ "მზის ფეტივალში" ჩაერთო.

ბავშვებს და მათ მშობლებს სხვა ღონისძიებებთან ერთად "ჩუნური კულტურის გამოფენაზე" ბევრი საინტერესო და საიამოვნო გასართეობი დახვდათ.

"თავისუფალი უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის კუთხე" ასობით ბავშვმა, მშობელმა თუ გასართობად მოსულმა ახალგაზრდამ მოინახულა.

დაისვა ბევრი კითხვა თავისუფალ უნივერსიტეტში გამოცემული სახელმძღვანელოს, "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წინგნის მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალია.