თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა Forbes Georgia-ს 30 UNDER 30-ის პროექტში გაიმარჯვეს
27 აპრილი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნათია სვანიძემ, გიორგი მონავარდისაშვილმა და ნუკა შევარდნაძემ Forbes Georgia-ს 30 UNDER 30-ის პროექტში გაიმარჯვეს.
ნათია ციფრული ბანკი სფეისის ციფრული პროდუქტების განვითარების უფროსი მენეჯერია და ტექნოლოგიების სფეროში გაიმარჯვა.
გიორგი სკუტერების, მოპედებისა და მოტოციკლების მაღაზია Scoot Scoot-ის მმართველი პარტნიორია და ანტრეპრენერებისა და მეწარმეების კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.
ნუკა კი ციფრული ბანკი სფეისის ბრენდის, მარკეტინგისა და მომხარებელზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელია და მედიისა და მარკეტინგის სფეროში გაიმარჯვა.