თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა
24 ნოემბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები - ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია და ლუკა ავაზაშვილი. ლუკა ავაზაშვილმა გაიმარჯვა საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაშიც.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.
შეჯიბრში მონაწილეობდა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 გუნდი.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023