სტუდენტებმა ფორაქიშვილების დარბაზის 3-განზომილებიანი ლაზერული სკანირების პროცესში მიიღეს მონაწილეობა
21 ივნისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებმა და სტუდენტებმა ფორაქიშვილების დარბაზის 3-განზომილებიანი ლაზერული სკანირების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
ფორაქიშვილების დარბაზი ცნობილია ტრადიციული დარბაზული ტიპის გადახურვით.
ლაზერული სკანირება რთული გეომეტრიის მქონე ნაგებობების ზუსტი აზომვის საშუალებას გვაძლევს. იგი წარმოადგენს მრავალთაგან ერთ-ერთ თანამედროვე შესაძლებლობას ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების შესწავლის საქმეში.
უფრო მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი ჯესი ვოგლერი და ლექტორები გიორგი მარგიშვილი და რამაზ კიკნაძე იკვლევენ ამ გამორჩეული ნაგებობების ტიპს, მის გარემოს, აგებულებას. აზომვის ამ ტექნიკის გამოყენებით გუნდი გეგმავს სამხრეთ საქართველოში კვლევით საქმიანობას.
![VA[A]DS Forakishvili](/media/2fnpzrrq/va-a-ds-forakishvili.jpg)
მსგავსი სიახლეები

06 ივლისი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსში გალერეა გაიხსნა

28 მაისი 2020
ინგა ხატიაშვილი, სწავლას აგრძელებს Academy of Arts, Architecture and Design in Prague-ში

25 მაისი 2023
გიორგი ქართველიშვილი და ლადო ყანდაშვილი La Biennale di Venezia-ს გამოფენაზე მონაწილეობენ

28 აპრილი 2023
თიკა შელია სწავლას Parson's School of Design-ში აგრძელებს

26 ივლისი 2023