GE

წიგნის "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" პრეზენტაცია

21 მაისი 2015

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი 22 მაისს, 16:00 საათზე, კამპუსის ფოეიში გიწვევთ წიგნის "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" პრეზენტაციაზე.
 
მოკლე ინფორმაცია წიგნის შესახებ: 
 
„ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ არის საბაზო სახელმძღვანელო დამწყებთათვის ქართულ ენაზე. წიგნის საშუალებით ჩინური ენის შემსწავლელები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და მოკლე დროში შეძლებენ კომუნიკაციას ჩინურ ენაზე. 
 
ლექსიკურ ნაწილში შესულია როგორც HSK1 და HSK2 (საერთაშორისო სტანდარტით A1 და A2)-ს ყველა სიტყვა, ასევე HSK3 (B1)-ს სიტყვების ნაწილიც. წიგნში ასევე მოცემულია ჩანართები ჩინური იეროგლიფებისა და ფონეტიკური ცხრილებით, ასევე მოკლე ცნობებით ჩინეთის კულტურის შესახებ. 
წიგნზე მუშაობდნენ ჩინური ენის კვალიფიციური ქართველი და ჩინელი სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და კონფუცის ინსტიტუტში.
 
 
დასწრება თავისუფალია