ანა ბაიაძე სწავლას აგრძელებს Oxford University-ში
24 ივნისი 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ანა ბაიაძე სწავლას აგრძელებს Oxford University-ში. ანამ სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.
მან University of Oxford-ისა და Weidenfeld-Hoffmann Trust -ის ერთობლივი სრული დაფინანსება და სტიპენდია მიიღო. ანამ ასევე მოიპოვა ბრიტანეთის საელჩოს სტიპენდიის - Chevening-ის სრული დაფინანსება.
University of Oxford მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. სამაგისტრო პროგრამაზე ანა სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ცოდნის გაღრმავებას აპირებს.
ანა ბაიაძე ამჟამად დასაქმებულია საქართველოს ბანკში, სამართლებრივი კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023