გიგი ბუთბაია სწავლას აშშ-ში გააგრძელებს
17 აგვისტო 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, გიგი ბუთბაია სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.
გიგი University of New Hampshire-მა სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით მიიღო. ის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე ისწავლის მაღალი ენერგიების თეორიის მიმართულებით.
გიგიმ 2019 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა. გიგიმ კვლევის ფარგლებში ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ელისის ჭიახვრელის (Wormhole) მეტრიკაში რადიალური ჰიდროდინამიკური დინებების თვისებები და ბგერის გავრცელება ასეთ გარემოში და იპოვა საინტერესო ფიზიკური რეჟიმები, რომელიც შესაძლებელს ხდის ასტროფიზიკური ჭიახვრელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო თვისებების დადგენას.
აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი კი საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალ International Journal of Modern Physics D-ში გამოქვეყნდა.
გიგი ასევე იყო ფიზიკის საერთაშორისო ტურნირის - International Young Physicists' Tournament-ის მონაწილე 2017 წელს.
მსგავსი სიახლეები
20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა
28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს
17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას
13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას
11 თებერვალი 2020