GE

თორნიკე ღუტიშვიმა ნიუ-იორკში, Citi-ში დაიწყო მუშაობა

23 მაისი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა თორნიკე ღუტიშვიმა ნიუ-იორკში, Citi-ში დაიწყო მუშაობა რაოდენობრივი ანალიტიკოსის პოზიციაზე - Exotic Rates Quantitative Analyst.
Citi არის ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსალური ბანკი 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის მთლიანი აქტივებით.
თორნიკეს საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების მათემატიკურ მოდელირებას და ანალიზს მოიცავს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2016 წელს თორნიკემ მერილენდის უნივერსიტეტში (University of Maryland) განაგრძო სწავლა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. მერილენდის უნივერსიტეტმა მას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა.
2015 წელს თორნიკემ GRE physics ტესტში მაქსიმუმი 990 ქულა აიღო და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 5%-ში შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. თორნიკეს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.

IR Tornike Ghutishvili