GE

კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა MACS[E]

11 თებერვალი 2013

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა MACS[E] შეიმქნა 2010 წელს.

MACS[E]-ის პროფესორებს განათლება უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული. 

MACS[E]-ის საბაკალავრო პროგრამები შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებების − კარნეგი მელონისა და სტენფორდის უნივერსიტეტების (აშშ), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ), ჯორჯიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ), შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის - სასწავლო პროგრამის ანალიზის საფუძველზე და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით.

საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. მუშაობენ თავისუფალი უნივერსიტეტის IT სასწავლო ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით, სამგანზომილებიანი საბეჭდი მოწყობილობით.

ამჯერად MACS[E]-ი სთავაზობს სამ პროგრამას: