GE

ნუცა მუსერიძე სწავლას აგრძელებს University of the Arts London-ში

20 სექტემბერი 2024

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ნუცა მუსერიძე სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, UAL-ში.

ნუცა ისწავლის ინტერიერის და სივრცითი დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება და ასევე გახდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების გამარჯვებული, რაც უზრუნველყოფს ნუცას სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.

UAL მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელოვნებო სასწავლებელია და პროგრამაში, ექსპერიმენტების და კვლევის საშუალებით, ინტეგრირებულია არქიტექტურის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინი.

Nuca Muserize